
სადოქტორო პროგრამის სახელწოდება: გამოყენებითი ეკოლოგია.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ეკოლოგიის დოქტორი.
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელები: ლია მაჭავარიანი – თსუ პროფესორი.
სწავლების ენა: ქართული.

1. მაღალკვალიფიცირებული, მოტივირებული და პასუხისმგებლობის მქონე მკვლევარის მომზადება გამოყენებითი ეკოლოგიის სფეროში, რომელსაც მაღალ სამეცნიერო დონეზე ექნება გათავისებული გამოყენებითი ეკოლოგიისა და მისი ძირითადი მიმართულებების განვითარების თავისებურებები, კერძოდ:
• გეოგრაფიული ეკოლოგიის გამოყენებით ასპექტებში გარემოს მდგომარეობისა და მისი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა;
• ბიოლოგიური ეკოლოგიის გამოყენებით ასპექტებში ცოცხალი ბუნების მდგრადი განვითარება;
• ქიმიური ეკოლოგიის გამოყენებით ასპექტებში ბუნებაზე ქიმიური საფრთხეების შეფასება და თავიდან აცილება;
• აგროეკოლოგიის გამოყენებით ასპექტებში აგრარულ სფეროში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის საფრთხეების შეფასება და თავიდან აცილება.
2. გამოყენებითი ეკოლოგიის (გეოეკოლოგიის / ბიოეკოლოგიის / ქიმიური ეკოლოგიის / ფიზიკური ეკოლოგიის / აგროეკოლოგიის) ცოდნის ინტეგრირებისა და გამოყენების ხელშეწყობა საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის გარემოსდაცვით სფეროში.

- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი საბუნებისმეტყველო, ან აგრარულ მეცნიერებებში.
- მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული ხარისხი სხვა მომიჯნავე დარგებში
- (ზუსტი მეცნიერებები, ეკონომიკა, საინჟინრო და სხვ.), რომლებსაც გარემოსდაცვით სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლის გამოცდილება აქვთ;
- ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნის დადასტურება ან ერთ- ერთი დასავლეთ ევროპული ენის ცოდნას არანაკლებ B2 დონეზე და ინგლისურ ენის ცოდნას არანაკლებ B1 დონეზე ცოდნის დადასტურება.
- გასაუბრება შესაბამის დარგობრივ კომისიასთან.
- შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო- კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
- კვლევის თეზისი/პროექტი.

ეკოლოგიის დოქტორის ხარისხის მქონე სპეციალისტები შეიძლება დასაქმდნენ შემდეგ სფეროებში:
ეკოლოგიური მიმართულების სამეცნიერო კვლევითი ცენტრები და საგანმანათლებლო სექტორი, გარემოს მონიტორინგის სამსახურები, საპროექტო-სამშენებლო, აგრარული ორგანიზაციები, რეკრეაციული სფერო, რეგიონალური და საერთაშორისო ეკოლოგიურო პროგრამები, პროექტები და ორგანიზაციები; ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ობიექტები და სხვ.